2021-04-10 14:17:52, 766 ნახვა
სამართალი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 5 კი დაშავდა
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი, დაშავდა.
თვითმხილველების თქმით, „მერსედერსისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანების შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი დაშავებული 5 ადამიანი კი, კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან