|
2021-04-10 11:30:48, 904 ნახვა
კომენტარი
კარლ ჰარცელი - ენგურში მომხდარი ტრაგედია შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი 7 აპრილს, მდინარე ენგურის გადმოლახვისას გარდაცვლილი 4 ადამიანის ოჯახებს უსამძიმრებს. როგორც კარლ ჰარცელი აღნიშნავს, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებთ, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. მისივე თქმით, აუცილებელია სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა. „დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, - აღნიშნულია კარლ ჰარცელის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)