|
2021-04-09 23:09:56, 872 ნახვა
კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - პატრიარქს დაცვა არ სჭირდება და მოვლენებს სახელი სწორად უნდა დავარქვათ
„პატრიარქს დაცვა არ სჭირდება და მოვლენებს სახელი სწორად უნდა დავარქვათ“, - ამის შესახებ ახალქალაქის კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტიმა, მეუფე ნიკოლოზმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მიესალმება იმ დამოკიდებულებას, რომელიც დღეს აქციის მონაწილეებმა პატრიარქის მიმართ გამოავლინსე. „თუ სახელებს სწორად დავარქმევთ მოვლენებს, მთავარი არის სახელის დარქმევა. მაშინ გაცხადდება თავისი შინაარსი. ესე იგი, პატრიარქს დაცვა არ სჭირდება. აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ადამიანების ჯგუფმა გამოხატა პატრიარქის მიმართ თავისი დამოკიდებულება და ძალიან კარგი თუ გამოხატა. მაგრამ, თუ ამ ადამიანებს პოლიტიკური მიზნები აქვთ, ეს მათი საქმეა. და თუ ესენი ცდილობენ, რომ პატრიარქისადმი მათი დამოკიდებულებით ქულები დააგროვონ, ამაშიც მე ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ. მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა და ჩვენ ეკლესიის წარმომადგენლები, სასულიერო პირები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შევიკავოთ. ამიტომ, მე პოლიტიკურ შეფასებას ვერ გავაკეთებ და პატრიარქის მიმართ კეთილი სიტყვების გამოთქმას მივესალმები ყოველთვის. ნებისმიერი შეკრება დღეს აუცილებლად პოლიტიკური აქტივობაა, სხვანაირად უბრალოდ ამას გვერდს ვერ აუვლი და გადაწყვიტეს და თავის საქმე თვითონ იცის ამ ხალხმა, მთავარია, ხალხი როგორ ენდობა მათ“, - განაცხდა მეუფე ნიკოლოზმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)