|
2021-04-09 18:03:03, 1049 ნახვა
კომენტარი
აშშ-ის საელჩო - თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება
„თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, დემოკრატიულ სახელმწიფოებში მათ უნდა ჰქონდეთ თავისუფლება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას ხელი არ შეეშალოს. „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა თებერვალში „ფორმულას“ ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შეძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)