2021-04-09 16:28:32, 755 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შსს-ს განცხადებით, ტელეკომპანია „ფორმულას“ მძღოლის ავტომობილის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციამ, სოფელ გამარჯვებაში ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი ავტომობილის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები.
გამოიკითხა ავტომობილის მფლობელი, რომელმაც აღნიშნა რომ არის ტელეკომპანია „ფორმულას” მძღოლი. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
რაც შეეხება მეორე ფაქტს, რაზეც ტელეკომპანია „ფორმულა“ საუბრობს, შინაგან საქმეთა სამიინისტროში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება არ შემოსულა, ინფორმაციის მიღებისთანავე, უწყება მოახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,