05:22 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 10:57:31, 2040 ნახვა

ომი უკრაინაში
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 430 თბილისში, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 62 აჭარაში გამოვლინდა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 430 თბილისში, 91 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 62 აჭარაში გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტების რიცხვი 357-ს შეადგენს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 68 ადამიანი იმყოფება.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 777 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 430 შემთხვევა, აჭარა - 62, იმერეთი - 50, ქვემო ქართლი - 29, შიდა ქართლი - 29, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 91, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 17, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 873, საიდანაც: 2 129 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 044, აჭარაში - 329, იმერეთში - 313. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში - 179, აჭარაში - 36, იმერეთში -66. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან თბილისში - 46, აჭარაში - 4, იმერეთში - 9. 285 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 113 - აჭარაში. 4 459  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 233 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 96, ხოლო აჭარაში - 36.

სულ  6 ოქტომბრიდან - 8 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 140 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 879 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 5 437 პირი, აჭარაში - 1 925, იმერეთში - 957“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics