|
2021-04-08 22:37:39, 1007 ნახვა
კომენტარი
აფგან მუხთარლი - სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები
„სანამ ბიძინა ივანიშვილს გავლენა ექნება საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები“, - ამის შესახებ აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან მუხთარლმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ არ სჯერა საქართველოს პროკუტარუს და მათი გამოძიების. „არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების, რადგან, როდესაც მე გამიტაცეს, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერ-მინისტრის შეცვლა არსებული ხელისუფლების შეცვლას არ გულისხმობს და შესაბამისად, რჩება ეს პოლიტიკური ძალა, ჩემი გამტაცებელი აქ. „ქართულ ოცნებაში“ ღირებულებების გარშემო კი არ არიან შემოკრებილნი, არამედ, ერთი მილიარდერის გარშემო. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ რამდენადაც ბიძინა ივანიშვილს ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები. თუმცა, უნდა ვეცადო“, - განაცხადა აფგან მუხთარლმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)