|
2021-04-08 19:44:40, 784 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - თუ პროკურატურას სურს, რომ გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?
„თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ სატელეფონო ინტერვიუს დროს ნიკა მელიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პროკურატურამ დღევანდელ სხდომაზე აღიარა, რომ ორი თვის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდნენ. „დღეს პროკურატურას მოუწია იმის აღიარება, რომ 2 თვის განმავლობაში საერთაშორისო და ქვეყნის საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდა. თითქოს, მე შემეძლო სურვილისამებრ გირაო გადამეხადა და დავტოვებდი საპატიმროს. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე მოტყუვდა. ევროპარლამენტარებიც შეიყვანეს შეცდომაში. პროკურატურამ დღეს აღიარა, რომ იმისთვის, რომ მე გირაო გადავიხადო, ჯერ პროკურატურა უნდა შევიდეს შუამდგომლობით სასამართლოში, რომ აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეცვალონ. როგორც კი სასამართლო დააკმაყოფილებს შუამდგომლობას, მე იმ წამს შემიძლია საპატიმროს დატოვება და 45 დღე მექნება ვადა გირაოს გადასახდელად, რასაც არ გადავიხდი და მოუწევთ ჩემთან ოფისში სახანძრო კიბეებით მოსვლა. თუ პროკურატურას სურს, რომ მე გირაო გადავიხადო და ამაში ისინი უცხოელებს არწმუნებენ, რატომ არ შეაქვთ შუამდგომლობა სასამართლოში?”, - განაცხადა ნიკა მალია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)