03:41 - 25 Jul, 2026
|
2021-04-08 15:16:31, 888 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნია - ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი, არ განვიხილავთ სავალდებულობას
ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც, იქნება ნებაყოფლობითი, არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვაქცინაცია დღესაც და სამომავლოდაც იქნება ნებაყოფლობითი. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ არ განვიხილავთ ვაქცინაციის სავალდებულობას, დადებითი მოტივების შემოტანაც მოხდება ფრთხილად, რომ ამან არ შექმნას გარკვეული ეთიკური ბარიერები და ამის გამოცდილება ჯანდაცვის სისტემაში არსებობს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. შეგახსენებთ, რომ დღეს ვაქცინაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება და საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 55 წელს ზემოთ მყოფ ასაკობრივ ჯგუფში გაგრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)