11:00 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 12:22:35, 638 ნახვა

პოლიტიკა
გიგი უგულავა - პროკურორი „ბულბულაშვილი“ არის გულისამრევი მატყუარა, ასეთები „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, კანონის მიხედვით ნიკა მელიას მიმართ საპატიმრო გირაო გამოყენებული ვერ იქნება.

მისი თქმით, როდესაც პროკურორი „ბულბულაშვილი“ ამბობს, რომ ნიკა მელია საპატიმროს გირაოს გადახდის შემთხვევაში დატოვებს, ის არის გულისამრევი მატყუარა.

„პირველკურსელმაც კი იცის, რომ საპატიმრო გირაო მელიას მიმართ ვერ იქნება გამოყენებული კანონით. პროკურორი ყელმოღერებული რომ გამოდის და გვეუბნება გადაიხადოს გირაო და გამოვა, გამოვიდეს ნებისმიერი პროკურორი და კანონით დამიმტკიცოს საპირისპირო და ბოდიშს მოვუხდი, თუ არადა, ყოველ ჯერზე ვეტყვი მათ, რომ მატყუარა აფერისტები არიან, რადგან არ არსებობს საპატიმრო გირაო. წესი არის შემდეგნაირად, უნდა მოვიდეს პროკურორი, დააყენოს შუამდგომლობა გირაოზე და თუ მოსამართლე დააკმაყოფილებს, მელია უნდა გამოვიდეს და ვადა აქვს გირაოს გადახდისთვის. დღეს გირაო არ არსებობს. როდესაც „ბულბულაშვილი“ იძახის ამას, ის არის გულისამრევი მატყუარა. ასეთ ადამიანებს უნდა მოკიდო ხელი და წვეტიანი ფეხსაცმლით „პანჩურით“ უნდა გამოაგდო პროკურატურიდან“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics