2021-04-08 10:09:17, 824 ნახვა
სამართალი
ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.
როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა, დიდი ალბათობით, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელებს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,