|
2021-04-07 15:00:39, 612 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, საქართველო მესამე ტალღის დაწყების ზღვარზეა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეს საქართველო მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე დგას. ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას 5 რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდა. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა, მასობრივი თავყრილობებისგან თავის შეკავება და ვაქცინაციის პროცესის გააქტიურება. „თუ არ დავიცავთ იმ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს, რაც დღეს არსებობ ქვეყანაში და დადგენილია და არ გვექნება სერიოზული თვითდისციპლინა, 5 რამ, რომელიც უნდა დავიცვათ: პირბადის ტარების მაჩვენებელმა ოდნავ აიწია, კარგია, რომ დინამიკა გაჩნდა, მაგრამ სავსებით არასაკმარისია, უნდა ავიდეს 75%-დან ზემოთ, 90%-ზე, თუ არ გვინდა შეზღუდვები, დისტანცია, ჰიგიენური წესების დაცვა და მეოთხე, 10 კლასტერია ქვეყანაში, ყველა კლასტერი დაიწყო ქორწილებიდან და ქელეხებიდან, შევთანხმდეთ საზოგადოება, სოლიდარულები ხომ უნდა ვიყოთ, ვთქვათ, რომ ამ ხნის განმავლობაში თავი შევიკავოთ ამ ტიპის შეკრებებისგან, იმიტომ რომ ინფექცია სერიოზულად ცირკულირებს ქვეყანაში, გვინდა ისევ ნოემბერი და დეკემბერი? მეხუთე - გავაინტენსიუროდ სერიოზულად აცრის პროცესი. არის ახლა გარკვეული, 100 000-ზე მეტი დოზის მარაგი ქვეყანაში, გავაინტენსიუროდ, გვჭირდება ამ ეტპზე, სულ მცირე 3 000-დან 4 000-მდე ყოველდღიური აცრა. გთხოვთ, ეს 5 წესი თუ დავიცავით, მაშინ არ დაგვჭირდება დამატებითი, ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები, ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ მესამე ტალღის დაწყების ზღვარზე დგას დღეს ქვეყანა, ამიტომ როგორმე უნდა ვეცადოთ, განსხვავებაა ოდნავ, როცა ვადარებ შემოდგომას, რადგან ეს ყველაფერი შემოდგომაზე ხდებოდა როდესაც ცივ პერიოდში შევდიოდით, ახლა შევდივართ თბილ პერიოდში, ეს პერიოდი რესპირატორული ვირუსებისთვის ცოტა უკეთესია. როგორმე აპრილი და მაისი გავიაროთ მშვიდად, დაახლოებით დღევანდელი ეპიდსიტუაციის მსგავსად, ამას მართავს ჯანდაცვის სექტორი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)