|
2021-04-07 00:25:56, 511 ნახვა
კომენტარი
ბექა ძამაშვილი - საქართველოს მთავრობამ წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა
„საქართველოს მთავრობამ წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა და ევროპულმა სასამართლომ მართლაც რომ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა განაცხადა. „სტრასბურგის სასამართლოს წინაშე რუსეთი ცდილობდა ემტკიცებინა, თითქოს საქართველომ დაბომბა ცხინვალი მათ შორის კასეტური იარაღის გამოყენებით. საქართველოს მთავრობამ, რა თქმა უნდა, წარადგინა მყარი მტკიცებულებები, რომლითაც ეს ეჭვები სრულად გაქარწყლდა და ევროპული სასამართლოს მართლაც რომ ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც დადასტურდა, რომ თუკი ვინმე არღვევდა ადამიანის უფლებებს და თუ ვინმე სჩადიოდა დანაშაულს 2008 წლის ომის დროს ეს იყო რუსეთის ფედერაცია, ამ ყოველივეს შემდეგ თუ ვინმე ცდილობს დღეს განაცხადოს, რომ საქართველომ ცხინვალში კასეტური ბომბები ჩამოყარა, ეს მხოლოდ რუსული ნარატივის გაგრძელებაა და რა თქმა უნდა მიმართულია საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა ბექა ძამაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)