|
2021-04-06 15:36:06, 761 ნახვა
კომენტარი
თბილისის მერია - პიკის საათის დროს მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე - 2.5 წუთამდე
თბილისის სატრანსპორტო კომპანია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას ეხმაურება, სადაც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბი რაოდენობაა ასახული. განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტომასალას, რომელიც თბილისის მეტროში მზგავრთა ჭარბ რაოდენობას ასახავს. თბილისის მეტრო დღეს ჩვეულ რეჟიმში, ყოველგვარი ტექნიკური შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს. პიკის საათის დროს კი მატარებლების მოძრაობის ინტერვალი საბურთალოს ხაზზე შემცირებულია 3.5, ხოლო პირველ ხაზზე - 2.5 წუთამდე. გავრცელებული ფოტო გადაღებულია მეტროსადგურ „სადგურის მოედანი 2-ის“ ტერიტორიაზე, რომელიც პირველი ხაზიდან საბურთალოს ხაზზე გადასასვლელს წარმოადგენს. აღნიშნულ მონაკვეთში ზოგადად, თავს იყრის შედარებით მეტი მგზავრი, თუმცა, არსებული განრიგები საშუალებას გვაძლევს, დროულად და სწრაფად უზრუნველვყოთ მათი გადაადგილება. რაც შეეხება მგზავრებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს, კვლავ ძალაში რჩება პირბადით გადაადგილების აუცილებლობა. თბილისის მეტროსადგურებში მგზავრები პირბადის გარეშე არ დაიშვებიან და რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს ვირუსის გავრცელების პრევენციას, კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ მკაცრად კონტროლდება“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)