05:00 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 13:56:30, 740 ნახვა

კომენტარი
თამარ გაბუნია - თუ დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, მოგვიწევს აქტიურ შეზღუდვებზე ფიქრი

თუ კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 2%-ს გადასცდება, მოგვიწევს აქტიურ შეზღუდვებზე ფიქრი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ბოლო 2 კვირის მონაცემებით, საქართველოში დადებითობის მაჩვენებელი 1,94%-ს შეადგენს.

„2%-ია ჩვენთვის ის დადებითობის მაჩვენებელი, რომელიც გვაძლევს შეზღუდვების შემსუბუქების საშუალება. ბოლო 2 კვირის მაჩვენებელა 1,94%-ია, 5% კი, უკვე საგანგაშო მაჩვენებელია. 2%-ს როდესაც გადასცდება დადებითობის მაჩვენებელი, რა თქმა უნდა, აქტიურ შემზღუდველ ღონისძიებებზე მოგვიწევს ფიქრი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics