|
2021-04-05 22:56:54, 666 ნახვა
კომენტარი
თინა ბოკუჩავა - IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული
„IRI-ს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ საზოგადოება გახლეჩილია. „ეს კვლევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. პრაქტიკულად ნახევარზეა გახლეჩილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელია, რომ ამგვარ კვლევაში საკუთარ დამოკიდებულებას ყველა გულწრფელად ვერ გამოხატავს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს კვლევა მაინც აჩვენებს, რომ საზოგადოება არის ძალიან პოლარიზებული. სწორედ ამ პოლარიზაციაზე საუბრობენ მათ შორის ჩვენი პარტნიორები და ამ პოლარიზაციის დასასრულებლად მოგვიწოდებენ, მათ შორის, რომ მოხდეს შეთანხმება, მაგრამ შეთანხმება მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ შედგება, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი არ გააცნობიერებს, რომ როგორც მინიმუმ უნდა გამოუშვას პოლიტპატიმრები, რათა შემდგომ შევძლოთ სხვა საკითხებზე საუბარი, როგორიც არის ვადამდელი არჩევნების თარიღის დანიშვნა, სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმების გატარება იქნება ეს, თუ საარჩევნო ადმინისტრაციაში, რათა ნებისმიერი მომავალი არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)