|
2021-04-05 16:24:33, 704 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად მზადაა
პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ პარტია მზადაა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებები დაიწყოს. როგორც ვახტანგ მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა, კრისტიან დანიელსონის დოკუმენტის მთავარი შინაარსი „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მტრობის დასრულებას შეეხებოდა და სწორად ამიტომ უჭერდა მხარს. „უკვე იმ სტადიაში ვართ, რომ „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკება დავიწყოთ. როდესაც კონსენსუსი იქნება, მერე უკვე სრულად ღია ვიქნებით. ამ დოკუმენტის მთავარი შინაარსი იყო „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მტრობის დასრულება. ამიტომაც ვუჭერდი მხარს შეთანხმებასა და ხელმოწერას“, - განაცხადა „რუსთავი 2“ -ის ეთერში ვახტანგ მეგრელიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)