04:11 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 16:12:16, 552 ნახვა

რეგიონი
ქუთაისის მერიაში ხმაურია - დაკავებულია ჟურნალისტი

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში რამდენიმე წუთის წინ ხმაური და დაპირისპირება იყო.

ერთ-ერთი რეგიონალური რედაქციის რედაქტორი, ბუბა ჩივაძე ქუთაისის მერთან შეხვედრას ითხოვდა, რის შემდეგაც მან მერიის შენობაში შიმშილობა გამოაცხადა.

როგორც ჟურნალისტი აცხადებს, მას ქუთაისი მერი, იოსებ ხახალეიშვილი პროფესიური მოვალეობის შესრულების უფლებას არ აძლევს და მისი ბრძანებით მერიის დაცვის თანამშრომლებმა მასზე იძალადეს.

ადგილზე მალევე მოვიდა პოლიციის თანამშრომლები, მათ ჟურნალისტს მერიის შენობის დატოვება მოსთხოვეს, თუმცა ბუბა ჩივაძემ უარი განაცხადა.

სამართალდამცავებმა ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გაიყვანეს შენობიდან, რა დროსაც ჩივაძე შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა, თუმცა ის პოლიციის მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics