|
2021-04-05 14:03:03, 542 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება
ქ. ბათუმის #16 საჯარო სკოლის შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოსწავლეთა და სკოლაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დროებით სასწავლო პროცესის დისტანციურ ფორმატში გაგრძელებასთან დაკავშირებით. სკოლის შენობის მდგომარეობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად ადგილზე გაეცნო. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმის N16 სკოლის ადგილზე ახალი სკოლა აშენდება, უახლოეს პერიოდში დაიწყება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო შესაბამისი პროცედურები. ,,ბათუმის N16 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სასწავლო პროცესი გადასულიყო დისტანციურ რეჟიმზე. სკოლა არის ავარიულ მდგომარეობაში. ბათუმის მეთექვსმეტე სკოლის ადგილზე ახალი, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა აშენდება. გაიცა შესაბამისი დავალებები, რომ უწყებებმა მათ შორის აჭარის განათლების სამინისტრომ უახლოეს პერიოდში უზრუნველყოს როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოების დაწყება"- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ბათუმში ამ ეტაპზე მიმდინარეობს N6 სკოლის დამატებითი კორპუსის და ქ.ბათუმის N23 საჯარო სკოლის მშენებლობა. მიმდინარე წელს დაიწყება ბათუმის N15 საჯარო სკოლის დამატებითი კორპუსის მშენებლობა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)