|
2021-04-05 10:55:56, 918 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, აღდგომამდე 1 კვირით ადრე გახდება ცნობილი, დაწესდება თუ არა შეზღუდვები
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით არ უმსჯელია. „ამ ეტაპისთვის, საკოორდინაციო საბჭოს შეზღუდვებთან დაკავშირებით არ უმსჯელია, თუმცა იცით, რომ საქართველოს რამდენიმე რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდკვლევები, რითაც ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ შევძლებთ შეზღუდვების გარეშე დავძლიოთ ის მომატებული ინფექციის რაოდენობა და გავაკონტროლოთ, რომელიც ქვეყანაში შეიმჩნევა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა სააღდგომოდ გარკვეული შეზღუდვების დაწესება, ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გეგმა დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე გახდება ცნობილი. „დღეს ცოტა ადრეა მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება სააღგომოდ. ვინაიდან ამ ეტაპისთვის, ჩვენი მხრიდან მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, დაახლოებით ერთი კვირით ადრე სააღდგომი პერიოდამდე გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება გეგმა“, - დასძინა ჯანდაცვის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)