|
2021-04-03 16:25:40, 723 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები რეგიონებში გასვლებს და მხარდამჭერებთან შეხვედრებს გეგმავენ
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები 15 მაისის აქციამდე, რეგიონებში გასვლებს გეგმავენ. როგორც სერგო ჩიხლაძემ დღევანდელი ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურალისტებს განუცხადა, პარტიები შეხვდებიან საკუთარ ამომრჩევლებს, თუმცა მათ ექნებათ ერთმანეთთან კოორდინაცია. „15 მაისამდე იგეგმება რეგიონებში გასვლა, პარტიების მიერ. პარტიები შეხვდებან თავიანთ ამომრეველს, ფორმები, ვინ, როგორ, რა ფორმით შეხვდება და რა მეთოდიკას აირჩევს, თავისუფლები ვართ, უბრალოდ კოორდინაცია გვექნება ერთმანეთში“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობის საკითხი. „საკოორდინაციო საკითხები მიმოვიხილეთ, ასევე მნიშვნელოვანი დრო დავუთმეთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან დიალოგის აუცილებლობას, ასევე იმას, რომ ყველა პარტია ვთანხმდებით, რომ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთი გზავნილი გავუგზავნოთ, რომ თუ რაიმე სანქციებზეა საუბარი, რომ ქვეყანას არ დაედოს არანაირი სანქცია და კონკრეტულ პირებზე გადავიდეს ეს წნეხი და არა ქვეყანაზე და ამაზე მნიშვნელოვანია ოპოზიციის როლი“, - დასძინა სერგო ჩიხლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)