|
2021-04-02 19:11:03, 793 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - ევროკავშირიდან სანქციები, რომელზეც ოპოზიციური ტელევიზიები საუბრობენ, ტყუილია
„ევროკავშირიდან სანქციები, რომელზეც ოპოზიციური ტელევიზიები საუბრობენ, ტყუილია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება და მომდევნო ორი თვის განმავლობაში შეხვედრებს გამართავენ რეგიონებში. „უმრავლესობის სხდომა შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მიმდინარე ვითარებას, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გადაწვყიტეთ გავიდეთ რეგიონებში და შეიძლება ითქვას თვითმართველობის არჩევნების კამპანიის დაწყებაც დავარქვათ. მაგრამ პრიორიტეტული იქნება პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და მომდოვნო ორი თვის განმავლობაში თითქმის ყველა რეგიონში გვექნება შეხვედრები. ოპოზიციური ტელევიზიები და ოპონენტები მთელი დღის მანძილზე საუბრობენ, რომ ევროკავშირიდან რაღაც სანქციებზეა საუბარი და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის ტყუილი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)