10:14 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 17:14:42, 1017 ნახვა

საზოგადოება
გერმანიაში დასაქმება საქართველოს 97 682 მოქალაქეს სურს, გერმანული მხარისგან კი 515-მდე ვაკანსიაა

გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე 97 682 პირი დარეგისტრირდა, გერმანული მხარისგან კი 515-მდე ვაკანსიაა. აღნიშნული ინფორმაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ვაკანსიებია შტუდგარდის, დუსელდორფისა და ბრანდენბურგის რეგიონების დამსაქმებლებისგან. დაგეგმილია რეგიონების არეალის კიდევ მეტად გაფართოება. 

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, მიმდინარე წლის 5 მარტს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და გერმანიის შრომის ფედერალურ სააგენტოს შორის საქართველოდან დასაქმებული სეზონური მუშაკების რაოდენობის 5 000 ერთეულამდე გაზრდაზე დამატებითი შეთანხმებაც გაფორმდა.

უწყებაში აცხადებენ, რომ უკვე დაწყებულია ტრეინინგები, სადაც თითოეული სამუშაოს მაძიებელი იღებს ინფორმაციას დასაქმების პირობებისა და სოციალურ გარანტიების შესახებ. გამგზავრებისწინა ტრენინგი მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის IOM-ის მონაწილეობითა და მხარდაჭერით ხორციელდება. 

სააგენტოში აცხადებენ, რომ სეზონური სამუშაოები გერმანიაში აპრილიდან იწყება. რეგისტრაცია შესაძლებელია მთელი წლის განმავლობაში პორტალზე: https://workabroad.moh.gov.ge/

შეგახსენებთ, რომ დროებითი სეზონური დასაქმება საქართველოსა და გერმანიას შორის დადებული შეთანხმების ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოს მაძიებლისთვის დასაქმებასთან დაკავშირებული მომსახურება სრულიად უფასოა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics