|
2021-04-01 17:44:35, 613 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი პოზნერის ვიზიტისას მომხდარ ფაქტს რადიკალების მიზანმიმართულ, ანტირუსულ პროვოკაციად აფასებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე და ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის ვიზიტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც კარასინი აღნიშნავს, „ქართველი რადიკალების ქმედება შეაძლოა იყოს მიზანმიმართული ანტირუსული პროვოკაცია, რომელიც მიმართულია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ხელშეშლისკენ“. „ამ სამარცხვინო სიტუაციამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სასტიკი დაპირისპირება ქართველი რადიკალების მხრიდან, რომლებიც სააკაშვილის პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან, ისინი როგორც მათ შეეფერებათ, თავხედურად იქცეოდნენ და როგორც ყოველთვის, არღვევდნენ ადამიანური ურთიერთობების ეთიკას“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა. გრიგორი კარასინი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. „პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე მისცა შეფასება მომხდარ ფაქტს. ირაკლი ღარიბაშვილმა რადიკალები შეაფასა დეგრადირებულ ჯგუფად, რომლებთანაც შეუძლებელია ცივილიზებული დიალოგი“, - დასძინა გრიგორი კარასინმა. შეგახსენებთ, რომ ვლადიმირ პოზნერი და მისი მეგობრები თბილისში გუშინ, 31 მარტს დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდნენ. ისინი ქვეყანაში დარჩენას 3 აპრილამდე გეგმავდნენ, თუმცა სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის გამო, ქვეყანა დაგეგმილზე ადრე, დღეს დილით დატოვეს.
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)