11:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 16:43:53, 809 ნახვა

სამართალი
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულს ბენზინი მიასხა, 17-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ.გ. დამნაშავედ ცნო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით) და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. შ.გ. დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics