2021-04-01 12:38:40, 585 ნახვა
სამართალი
ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა.
დაჭრილი სასწრაფო დახმარების მანქანით თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მათივე ცნობით, საქმეზე დაკავებულია ერთი პირი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,