11:35 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 12:08:56, 421 ნახვა

საზოგადოება
გლდანის პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, რეკრეაციული სივრცე და მინი სპორტული მოედანი მოეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ, პირველი მიკრორაიონის N10 და N11 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 2 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობა იწყება.

სამუშაოების განხორციელების შედეგად, დასასვენებელი, ფიტნეს ზონა და სპორტული მოედანი მოეწყობა. დაიგება ბალახი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, ღია სივრცის ტენისის მაგიდა, განთავსდება სასმელი წყლის სოკო და საქანელა სკამები, ასევე, სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 269 999 ლარი არის გათვალისწინებული.

აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული ძველი სპორტული მოედანი წლების განმავლობაში კერძო საკუთრებაში იყო. ადგილმონაცვლეობის შედეგად, ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა. ამის შემდეგ, მოსახლეობასთან შეთანხმებით, გაკეთდა პროექტი და ამჟამად, გამგეობა სკვერისა და მინი სპორტული მოედნის მოწყობის სამუშაოებს იწყებს.

გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე მოსახლეობას შეხვდა და სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics