11:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-01 10:32:31, 403 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგიას შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კერძო  სადაზღვევო კომპანიების, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე აგროდაზღვევის განვითარებისსტრატეგიის პროექტი განიხილა. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, აგროდაზღვევა არის დაცვის ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებისთვის საქმიანობას პროგნოზირებადს ხდის. წლებია ეს პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.

„სამინისტრომ, ჩვენი შესაბამისი სტრუქტურების ჩართულობით, აგროდაზღვევის განვითარების სტრატეგია მოამზადა. დოკუმენტს უკვე შეჯერებული პოზიციებით დავამტკიცებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ პენეტრაცია, დაზღვევის სისტემაში გაიზარდოს და მასში საქართველოს ყველა რეგიონი და ფერმერთა დიდი ნაწილი ჩაერთოს“, -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით ონოფრიშვილის განცხადებით, საერთაშორისო გამოცდილება და საქართველოში არსებული აგროდაზღვევის  შვიდწლიანი პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ  რა არის საჭირო იმისათვის, რომ კონკურენცია სადაზღვევო ბაზარზე იყოს ჯანსაღი.

„სტრატეგიული დოკუმენტის შექმნა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მთავრობამ, ბიზნესმა, ფერმერმა  იცოდნენ ის ძირითადი მიმართულებები და აქცენტები, თუ როგორ უნდა განვითარდეს სოფლის მეურნეობა და, შესაბამისად, აგროდაზღვევა“, -  განაცხადა სადაზღვევო ასოციაციის  ხელმძღვანელმა, დევი ხეჩინაშვილმა,

აგროდაზღვევის სტრატეგიის  პროექტის ძირითადი მიმართულებები  მოიცავს დაზღვეული სასოფლო-სამეურნეო კულტურების ფართობის ზრდას, რისკების მართვის თანამედროვე მექანიზმების გამოყენებას და  ზარალის შეფასების ახალი სისტემის შემუშავებას. 

სახელმწიფო აგროდაზღვევა 2014 წლიდან მოქმედებს.  პროგრამა  შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან  საკუთარი მოსავალი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან  2020 წლამდე პერიოდში, გაცემულია 115 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 100 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 69.7 მლნ. ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 48 მლნ. ლარია.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics