13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 12:50:24, 403 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გიორგი რურუაზე: ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა

ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი - მარტივი აქსიომაა, - ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდოარემ ჟურნალისტის მიერ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი რურუასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

„ვინც არ არის პოლიტიკოსი, ვერ იქნება პოლიტპატიმარი, მარტივი აქსიომაა, თუ ადამიანი არ არის პოლიტიკოსი, თუ არალეგალურად აფინანსებდა პოლიტიკას, მაშინ ეს სხვა დანაშაულია და მაშინ საუბარი ზედმეტია, „სირცხვილიაც“ პოლიტიკური ორგანიზაციაა, ყველამ იცის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ მოლაპარაკებების პროცესზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამნისტია იყო შეთანხმების პაკეტი, რომელზეც პასუხისმგებლობას მმართველი გუნდი არ იღებს.

„ამნისტია იყო შეთანხმების ნაწილი და ეს არ არის რეფორმების პაკეტი, ამაზე ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ რეფორმების განხორციელებაზე“, - დასძინა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics