13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 12:17:55, 709 ნახვა

პოლიტიკა
სალომე სამადაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა იმ პუნქტებთანაც, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა

„ქართულმა ოცნებამ“ თავშეკავებული პოზიცია გამოხატა იმ პუნქტებთანაც, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადშვილმა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ჩაშლილ  მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანა, სადაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით მძევლებად აჰყავთ, დემოკრატიულ ფუნქციონირებას ვერ გააგრძელებს.

„ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა შეუძლია მხოლოდ სისტემურ გადატვირთვას, როგორიც არის მაგალითად, საკონსტიტუციო ცვლილება და შემდეგ უკვე ვადამდელი არჩევნები. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ როგორც ორივე პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე, ასევე პრინციპზე, რომ ქვეყანაში სრულდება პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. ჩვენ ვერ გავაგრძელებთ ფუნქციონირებას როგორც დემოკრატიული საქართველო, როდესაც ადამიანები პოლიტიკური ნიშნით აჰყავთ მძევლებად და მერე გვევაჭრებიან ამ ადამიანების გათავისუფლებაზე. ასეთ გარემოში ჩვენ ვერ შევძლებთ ვერც ერთი ჩვენი მიზნის განხორციელებას. ამიტომ არის ყველა პუნქტი, რომელიც მიშელის გეგმაში იყო ჩამოთვლილი, ერთნაირად მნიშვნელოვანი ჩვენთვის. თუმცა, აქვე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომელსაც ოპოზიცია დათანხმდებოდა, გამოხატა საკუთარი თავშეკავებული პოზიცია და იქაც კი „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო მისაღები“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით გამართული მოლაპარაკებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კვლავ უშედეგოდ დასრულდა. არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ ევროპელი მედიატორის შეთავაზებას ხელი არ მოაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics