11:34 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 11:29:00, 502 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო პროგრამის II სამუშაო ჯგუფის გაფართოებული ონლაინ შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და იური ნოზაძე, ავსტრიის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდერ კარნერი, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) გარემოსდაცვითი პროგრამის „ეკოსერვი“ ხელმძღვანელი კრისტიან გონერი,  CENN -ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გლობარულ დონეზე იზრდება ტყეზე და ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებულება; შესაბამისად, აუცილებელია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა, ალტერნატიული რესურსების მოძიება და შემდგომ მათი განვითარება.

„საქართველოს მთავრობა, უშუალოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურ მუშაობას იწყებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ალტერნატიული ენერგოსაწვავის განვითარების მიმართულებით. კლიმატის მწვანე ფონდის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება საქართველოსთვის 33 მილიონი ევროს გრანტის სახით გამოყოფის შესახებ. აღნიშნულის ფარგლებში, განხორციელდება პროექტი, რომლის უმთავრესი მიზანია ტყის მდგრადი მართვის პრინციპის დანერგვა - ტყის მრავალმიზნობრივი სარგებლობის ჩამოყალიბება. პროექტი ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარებას. აღსანიშნავია, რომ  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) როლი უდიდესია  პროექტის განხორციელებისთვის“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარება შეამცირებს მოთხოვნას მერქნულ რესურსზე, ხელს შეუწყობს ტყის მდგრად განვითარებას. ამიტომ,  სამთავრობო სტრუქტურებმა თუ სამეცნიერო წრეებმა, ხელი უნდა შეუწყოს  ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვასა და პოპულარიზაციას.

შეხვედრაზე GIZ პროექტის ECOserve-ის (ბუნებრივი რესურსების მართვა და ეკოსისტემური მომსახურებებით უზრუნველყოფა სოფლად მდგრადი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში) და CENN-ის (ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის) პროექტების ფარგლებში  კოორდინირებულად განხორციელებული საქმიანობის შედეგები წარმოადგინეს.  

ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) მიზანია საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმის კოორდინაცია და მხარდაჭერა. პლატფორმა ყველა დაინტერესებულ მხარეს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სამუშაო შეხვედრებში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში. NFP-ის პროცესის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN).





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გულია: აფხაზეთს შეუძლია დღეში ათასი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიოს საქართველოს და 10 დღეში გაიმარჯვოს
„რუმს ჰოტელსისა“ და „აჭარა ჯგუფის“ დამფუძნებელი თემურ უგულავა გარდაიცვალა
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი - ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics