|
2021-03-31 01:23:59, 1379 ნახვა
კომენტარი
გიგა ბოკერია - ივანიშვილის რეჟიმი აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ ეს მდგომაროება მათთვის დამღუპველია
„ივანიშვილის რეჟიმი აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ ეს მდგომაროება მათთვის დამღუპველია“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ პარტნიორებთან აგრესიული განცხადებებით ცდილობს შეინარჩუნოს სტატუსკვო. „ჯერჯერობით ივანიშვილსა და პერსონალურად მის გარემოცვას არ შეუცვლია თავისი ქვეყნისთვის დამღუპველი პოზიცია, რომ ყველა მეთოდით, მათ შორის პარტნიორების მიმართ ასეთი აგრესიული განცხადებები, ასეთ დოკუმენტზეც კი ხელის არ მოწერით, შეუძლიათ შეინარჩუნონ სტატუსკვო. ეს არის მძიმე რეალობა, ეს სიახლე არაა. ჩვენი ეროვნული ამოცანები არის იგივე, რაც იყო დღემდე - ეს არის ქვეყნის შიგნით ამ ადამიანისთვის მაქსიმალური ლეგიტიმური მშვიდობიანი პრობლემების შექმნა, სანამ მას მიტაცებული აქვს ძალაუფლება და სახელმწიფო, რომ ჩვენი პარტნიორების წნეხი გაიზარდოს. „ოცნებამ“ ამ დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, არც ერთ პუნქტს. საუბარი არ ყოფილა არჩევნებზე და ამიტომ არ არის ჩვენთვის მისაღები. ივანიშვილის რეჟიმი ჯერ მომწიფებული არ არის გონებაში, აზრზე ჯერ არ მოსულა, რომ მდგომაროება ქვეყნისა და მათთვის დამღუპველია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)