|
2021-03-31 01:06:46, 1195 ნახვა
კომენტარი
სალომე სამადაშვილი: სამ პუნქტს დათანხმდა ოპოზიცია -„ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად შეთანხმების მისაღწევად
„ოპოზიციამ არა ერთი შესაძლებლობა შევთავაზეთ „ქართლ ოცნებას“, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არ იყო მზად შეთანხმების მისაღწევად. „დღეს ჩვენმა ქვეყანამ დაკარგადა ისტორიული შესაძლებლობა, რომ ჩვენ პოლიტიკურ მხარეებს შორის, შეთანხმების გზით, გაგვეკაფა გზა. ჩვენ გვქონდა შანსი, რომ დღეს შეთანხმებისთვის მიგვეღწია ყველა პუნქტზე, რომელიც თავის დროზე დასახელებული იყო მიშელის გეგმაში. 5 პუნქტიანი გეგმა იყო, აქედან სამს ყველა ოპოზიციის წარმომადგენელი დათანხმდა, პოლიტპატიმრებისა და არჩევნების თემა. ორივეზე ოპოზიციამ არა ერთი წინადადება შევთავაზეთ შესაძლო კომპრომისული ვარიანტის. ჩვენი შეთავაზება იყო, რომ პლებისციტზე დასმულიყო საკითხი ახალი კონსტიტუციის და ახალ კონსტიტუციაში ვადამდელი არჩევნების ჩატარების. ეს იყო ხედვა მომავლისკენ. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩვენ აქაც არა ერთი შესაძლებლობა შევთავაზეთ „ქართულ ოცნებას“, რომელიც მათ მისცემდა კომფორტს. თქვენ მოისმინეთ მედიატორის მოსაზრებაც, რომელმაც პირდაპირ ისაუბრა ხელისფულების პასუხისმგებლობაზე. დოკუმენტი საჯაროა და „ქართული ოცნება“ არ აღმოჩნდა მზად შეთანხმების მისაღწევად“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)