|
2021-03-31 00:42:07, 768 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე - დოკუმენტი არ შეიცავდა რიგგარეშე არჩევნებზე არავითარ პირობას
„დოკუმენტი არ შეიცავდა რიგგარეშე არჩევნებზე არავითარ პირობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ბატონმა დანიელსონმა დღეს მხარეებს წარუდგინა პოლიტიკური შეთანხმების პროექტი. დოკუმენტი არ შეიცავდა არავითარ პირობას რიგგარეშე არჩევნებზე და მისი ჩატარების რაიმე პირდაპირ თუ არაპირდაპირ შესაძლებლობაზე. ეს ფაქტი არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ მრავალგზის აღნიშნული ჭეშმარიტების კიდევ ერთი დადასტურება, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ოპოზიციის ერთი ნაწილის მიერ ამ არჩევნებისა და მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის რაიმე ფორმით ეჭვქვეშ დაყენება ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)