05:34 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 17:59:58, 706 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე : 650-ზე მეტ სტუდენტს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან სწავლის გადასახადი დაუფინანსდება

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულის  სემესტრიდან იზრდება სტუდენტთა დაფინანსების ბიუჯეტი.

სწავლა დაუფინანსდება 650-ზე მეტ სტუდენტს. მათ შორის 177 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მაღალმთიანი აჭარიდან  და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს.

„პანდემიის და ეკონომიკური კრიზისი გათვალისწინებით უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დაფინანსდეს პრაქტიკულად ყველა განაცხადი, რომელიც იქნა შესული აჭარის განათლების სამინისტროში და შესაბამისად, სტუდენტებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი“, -  განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ,  დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ემიჯნება და მას კონფრონტაციულს უწოდებს
სუს-ი აღიარებს, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აწყობს
ბერ ნიკოლოზ (ნარიმან) მაქარაშვილს 23 აპრილს ჯიქიას სასაფლაოზე დაკრძალავენ
რუსეთმა ბიუჯეტის დეფიციტის დასაფინანსებლად 22 ტონა ოქრო გაყიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics