13:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 17:18:16, 2443 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას მართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთობლივ შეხვედრას მართავს.

შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მიმდინარეობს. „ქართული ოცნებიდან“ შეხვედრაში მონაწილეობენ ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი. მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შეხვედრაზე შესვლამდე, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

როგორც ცნობილია, დღევანდელ შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონი მხარეებს საბოლოო დოკუმენტს წარუდგენს. 

შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკვე მეორედ იმყოფება. ის ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ 6-პუნქტიან გეგმაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics