15:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 10:44:00, 549 ნახვა

პოლიტიკა
ჯიმ რიში - საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება

ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი ლიდერებს აგებინებს პასუხს, საქმე ცუდად თუ წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობისა და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება, - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამერიკის ხმამ“ სენატორს შეკითხვა დაუსვა საქართველოსთვის ამერიკის დახმარების პირობითობასთან დაკავშირებით - „თქვენ წარსულში მოუწოდებდით ქართველ კოლეგებს, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს თუ დემოკრატიის სხვა პრობლემების გადაჭრისკენ. თუმცა, ზოგს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ ამისთვის საქართველოში ყური არ უთხოვიათ, რადგან არ გვინახავს პროგრესი ამ საკითხებზე. რა ინსტრუმენტები გაქვთ იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი საქართველოში გაითვალისწინონ?“.

როგორც სენატორმა რიშმა აღნიშნა, ქვეყნის წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

„პირველი [დახმარების] პირობითობაა, მეორე კი უკვე უბრალოდ შეწყვეტა. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს. ჩვენ გვინდა, რომ საქართველო წარმატებული ვიხილოთ. წარმატება იქნება, თუ გადაიჭრება ყველა ეს საკითხი და შემდეგ ჩატარდება არჩევნები, რომლის შედეგებსაც ხალხი აღიარებს.

როცა ხალხი ამაზე საუბარს იწყებს, განსაკუთრებით ის ხალხი, ვინც ამ დახმარებას გასცემს, მეორე მხარეს ადამიანები უნდა დასხდნენ და ყურადღებით მოისმინონ ეს. განსაკუთრებით, როცა ეს ადამიანები მეგობრები არიან. არ მოსმენა დიდი შეცდომაა და შედეგად ქართველი ხალხი რჩება წაგებული. და ეჭვიც არ მეპარება, ქართველი ხალხი თავის ლიდერებს აგებინებს პასუხს. თუ საქმე ცუდად წავიდა, ეს არა ქართველი ხალხის, არამედ მთავრობის და პარტიის ლიდერების ბრალი იქნება“, - განაცხადა სენატორმა ჯიმ რიშმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics