|
2021-03-29 21:54:05, 1367 ნახვა
კომენტარი
კრისტიან დანიელსონი : თუ შეთანხმება შედგება იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი
„თუ შეთანხმება შედგება იქნება მხოლოდ ერთი გამარჯვებული - საქართველოს ხალხი“, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. „მე დღეს მქონდა სხვადასხვა შეხვედრა პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, ყველა პარტიასთან ხვალინდელი შეხვედრის მოსამზადებლად. ჩემი დღევანდელი მიზანი იყო, მომეძიებია გზები იმისთვის, რომ ამ მედიაციის ყველაზე რთული პუნქტები შესრულებულიყო, ეს რთული პროცესია. დემოკრატია საჭიროებს, რომ მხედველობაში მიღებული იყოს სხვა მხარეების ინტერესებიც. როგორც მე ყოველთვის ვამბობ, ეს ნიშნავს ყველა მხრიდან დათმობას. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის. ეს არის ნდობის აღდგენის გზა. თუ მიღწეული იქნება შეთანხმება, არ იქნება გამარჯვებულები და დამარცხებულები, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები. პირველ რიგში ერთი მთავარი გამარჯვებული – საქართველოს ხალხი“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)