|
2021-03-29 20:51:15, 1184 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მზად არის დათმოს რამე
„არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ მზად არის დათმოს რამე“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა პუნქტი მნიშნელოვანია და ყველაზე შეთანხმება შეიძლება. „კარგი იქნებოდა, თუ იმ ხუთ პუნქტთან მიმართებაში ევროკავშირის წარმომადგენლების პოზიცია იქნებოდა წინასგან განსხვავებით ისეთი, რომ ჩვენთან ევროპაში ასეა და სასამართლო თქვენთანაც უნდა იყოს ასეთი, დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და კლანის ხელში არ უნდა იყოს. შეთანხმება შეიძლება შედგეს ყველა საკითხზე. ჩემი აზრით ყველა საკითხი არის პრინციპული. გასაგებია, რომ ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები, ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვალოს და იყოს სრულად პროპორციული ნულოვანი ბარიერით, რომ დავამთავროთ ორპოლუსიანობა და ერთპარტიული მმართველობა. არ მჯერა, რომ ივანიშვილი ხელიდან გაუშვებს ცესკოს, საარჩევნო სისტემას, სასამართლოს ან პროკურატურას. არ მჯერა, რომ რომელიმე პუნქტთან დაკავშირებით მზად არის „ოცნება“ დათმოს რამე“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)