|
2021-03-29 16:04:11, 734 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს
ბათუმში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა ჯავახიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია. აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, ბორდიურებისა და ტროტუარების მონტაჟი, სრულდება ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები. გზის მიმდებარედ იწყება ახალი სკვერის მშენებლობა. ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი. ,,ბათუმში ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ძალიან მალე გაიხსნება მიმდებარე მონაკვეთი, წლის განმავლობაში დაგეგმილია ბაგრატიონის ქუჩის ბარცხანის ხიდის, გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ბათუმელებისთვის, ჩვენი სტუმრებისთვის და დარწმუნებული ვარ ინფრასტრუქტურის განვითარების და მშენებლობის კუთხით არაერთი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. ჯავახიშვილის ქუჩის კეთილმოწყობა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კაპიტალური მშენებლობის ღონისძიების ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე სანიაღვრე სისტემა KFW-ის პროექტით იქნა მოწყობილი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)