2021-03-28 14:49:05, 2079 ნახვა
ომი უკრაინაში
28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 854 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 854 პირია აცრილი.
NCDC-ს ცნობით, ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,