|
2021-03-27 21:12:57, 1157 ნახვა
კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე - ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ენმ“ მოლაპარაკებებზე მიშას კანდიდატურას არ წარადგენს
„ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ „ენმ“ მოლაპარაკებებზე მიშას კანდიდატურას არ წარადგენს“, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება მოლაპარაკებების ჩაშლაა. „სურათი დახატა ისე, თითქოს სააკაშვილი წყვეტს აქეთ მხარეს ოპოზიციის პოზიცია რა იქნება, არის ჩვეულებრივი ოცნების ნარატივი, რომ აქეთ ჩვენ ვართ და იქით მიშაა. ასე არ არის და ვერც მიშა და ვერც ნაციონალური მოძრაობა ცალმხრივად ვერ გადაწყვეტს, აქეთ მხარეს რა იქნება. გასაგებია, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ ასე არ არის, რომ მათ ერთპიროვნულად რამე გადაწყვიტონ. ვერც მიშა ვერ გადაწყვეტს. მისი საუბარი არის ოცნების წისქვილზე წყლის დასხმა. სერიოზულად და საჯაროდ ნაციონალური მოძრაობა საკითხს არ დააყენებს, რომ ჩვენი სახელით იქ მიშა უნდა იჯდესო. თუ დააყენებს ნაციონალური მოძრაობა, ჩემი და ყველას დამოკიდებულება ცალსახად იქნება, რომ ჩაშლა უნდათ მოლაპარაკებების, იმიტომ, რომ ეგ მაგას ნიშნავს. ნაციონალური მოძრაობა ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ჩვენგან აუცილებლად მიშამ უნდა ილაპარაკოსო – ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ არ იზამენ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)