2021-03-27 18:30:14, 2278 ნახვა
ომი უკრაინაში
27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 460 პირია აცრილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4 460 პირია აცრილი.
NCDC-ს ცნობით, ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინით, კერძოდ, AstraZeneca-თი და Pfizer-ით აცრაა შესაძლებელი. ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აღნიშნული ვაქცინებით აცრა, როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომდგენლებს, ასევე 65-წელს ზემოთ მყოფ პირებსაც შეეძლებათ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,