16:16 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-27 16:49:34, 684 ნახვა

პოლიტიკა
სოზარ სუბარი - არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი და მოღალატე, მეორე მხარეს კი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის

არაკეთილსინდისიერებაა, ერთ მხარეს დავაყენოთ მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას.

მისი თქმით, ვინც მსგავს შედარებებს აკეთებს, ან არ იცის საქართველოში არსებული ვითარება,  ან ნაკლებად კეთლსინდისიერია მსგავს განცხადებებში და შეგნებულად ახდენს სიტუაციის დრამატიზებას.

„დღეს ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს ორი ადამიანი დავაყენოთ ერთმანეთის საპირწონედ არის არასწორი. ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნისთვის და ადამიანი, რომელმაც გაყიდა ეს ქვეყანა, გაყიდვის მაგალითი არის, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მისმა გუნდა ხელი მოაწერა ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დააბრალეს ომის დაწყება. ამის შემდეგ სააკაშვილი იძლეოდა ინტერვიუებს, რომ საქართველოს არაფერი დაუკარგავს რამდენიმე ქვაღორღიანი ადგილის გარდა. დავაყენოთ ერთ ადგილზე მტერი, მოღალატე, კრიმინალი და მეორე მხარეს ადამიანი, რომელმაც ყველაფერი დადო ქვეყნის საკეთილდღეოდ, არის არაკეთილსინდისიერი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics