14:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 14:06:56, 494 ნახვა

საზოგადოება
დავით ფუტკარაძე ახალდანიშნულ ნოტარიუსებს შეხვდა

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარე დავით ფუტკარაძე, პალატის აღმასრულებელი დირექტორი თეა აბრამიძე, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენელი თეა ჯალაღანია და საფინანსო სამსახურის წარმომადგენელი ხათუნა მწითური  იმ ნოტარიუსებს შეხვდნენ, რომლებიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დაინიშნენ კასპში, ბორჯომსა და  გურჯაანში.

ნოტარიუსთა პალატის გამგეობის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ნოტარიუსის თანამდებობის დაკავება უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული. ესაუბრა მათ სანოტარო სერვისების თაობაზე და ნოტარიატში დაგეგმილი სიახლეებიც გააცნო.

ნოტარიუსთა პალატა ახლად დანიშნულ ნოტარიუსებს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ახლად დანიშნული ნოტარიუსი პირველი სამი წლის განმავლობაში სანოტარო საქმიანობას მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე რეგიონში ან ისეთ დასახლებაში ასრულებს, სადაც სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის.

2015 წლიდან, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სანოტარო ბიუროები მაღალმთიანი და რაიონული ცენტრებისგან დაშორებულ ადგილებში გაჩნდა, სადაც არასოდეს, ან დიდი ხნის მანძილზე არ ყოფილა ნოტარიუსი.

შეხვედრა ნოტარიუსთა პალატის ახალ ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics