16:17 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 13:41:46, 673 ნახვა

პოლიტიკა
თეა წულუკიანი - რაც არ უნდა ფელიქსას და ბერიას მეძახდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით

რაც არ უნდა ფელიქსას და ბერიას მეძახდნდნენ, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანი მომღერალი ანიტა რაჭველიშვილის და ჟურნალისტი ინგა გრიგოლიას განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „თუ არ იარსებებს სამინისტროს სისტემა, თანხის ხარჯვის სწორი წესი", მაშინ ვერ მოხდება ხელოვანების ხელშეწყობა.

„ქალბატონი ინგა გრიგოლია ავითარებს ნარატივს, რომ წულუკიანს უნდა ცენზურა, ისიც უთქვამს, მას თუ სხვას, არ ვიცი, თურმე თეორია ისეთია, რომ მე ვარ ბერია. ის რომ სისტემა შეიქმნება, არის ორჯერ ორი, ოთხი, მაგრამ ამ სფეროში არ არსებობს სისტემა, თუ არ იარსებებს სისტემა, ძვირფას მომღერლებს, მათ შორის, ქალბატონ ანიტას მინდა ვუთხრა, რომ სამინისტროს აპარატი, კვალიფიციური კადრები, თანხის ხარჯვის სწორი წესი არ იარსებებს, მაშინ ვერ იქნებიან ისინი ხელშეწყობილი.

მე რაც არ უნდა ეს ქალბატონ ინგას არ მოსწონდეს და მეძახდეს ბერიას და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და დავინტერესებდი იმით რა დგას განსხვავებული აზრის უკან“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
წარმატებული მოლაპარაკებები ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics