14:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 19:25:05, 612 ნახვა

საზოგადოება
აქტივისტებმა შაკო კუჭაშვილმა და ოთო რაჭველიშვილმა მოძრაობა, „წინ’სვლა“ დააფუძნეს

„წინ’სვლა“, რომელიც იქნება ერთი მხრივ ხმაურიანი და მეორეს მხრივ - კონსტრუქციული. ჩვენ ვხსნით ბრძოლის ახალ ფრონტს - აქტივისტებმა შაკო კუჭაშვილმა და ოთო რაჭველიშვილმა მოძრაობა,  „წინ’სვლა“ დააფუძნეს, რომლის მიზანი იქნება, ბრძოლა პოლიტიკურ ჭაობთან, მობეზრებულ სახეებთან, ქვეყნის განვითარების მუხრუჭებთან, სტაბილურობის წინააღმდეგ გალაშქრებულ ჯგუფებთან.
„ახალგაზრდების გარკვეულმა ჯგუფმა, სხვადასხვა პროფილის ბაკალავრებმა, სტუდენტებმა შევქმენით სამოქალაქო მოძრაობა. ჩვენ ვიმუშავებთ ქვეყნის წინსვლის შემაფერხებელ ფაქტორებთან, იმ აქტორებთან, რომლებიც ქვეყნის წინსვლას აფერხებენ. ვიმუშავებთ, რათა დავთრგუნოთ ის პოლიტიკსოები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას 30 – წლიან მოჯადოებულ წრეზე ატარებენ. ჩვენ გვაქვს გეგმა. ერთი მხრივ, ვიქნებით კონსტურქციულები, მეორე მხრივ – ხმაურიანები. ახალგაზრდები ვართ, გვსურს, მაქსიმალური აქტივობები უზრუნველვყოთ, მაქსიმალურად გავიშალოთ დედაქალაქში, რეგიონებში, რათა ყველამ გააცნობიეროს, რომ ერთ მხარეს არის პროპაგანდა და მის მიერ შექმნილი რელაობა, მეორე მხარეს, ჭეშმარიტი რეალობა, ქვეყნის განვითარების რეალური სურვილი. ის, რაც დღეს პოლტიკურ სივრცეში ხდება, მხოლოდ პარტიებს არ აზარალებს. გამუდმებული დაპირისპირება, პოლარიზაცია საქართველოს მოქალაქის საუკეთესო ინტერესს აზარალებს.
სახელმწიფოებრივი ინტერესი ზარალდება მაშინ, როცა ევროკავშირის მთელი რიგი ქვეყნები მოგიწოდებენ საკანონმდებლო ორგანოში მუშაობისკენ და შენ ამას არ აკეთებ. დანიელსონმა თქვა, რომ ეს ძალები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მუშობაში არ ერთვებიან, წყალს ჩრდილოეთის წისქვილზე ასხამენ. ჩვენ არ გვინდა ჩრდილოეთი, გვინდა მეტი წინსვლა, მეტი განვითარება.
ყველა კანონიერი გზით ჩვენ დავრთგუნავთ პოლიტიკოსებს, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის წინსვლას, რომლებიც ქვეყანაში მშვიდობას ეწინააღმდეგებიან. ვიქნებით ძალიან ხმაურიანები“, – განაცხადა კუჭაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics