14:18 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 12:45:57, 780 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული ვერ იქნება, ნებაყოფლობითი დარჩება

კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული ვერ იქნება, ის არის ნებაყოფლობითი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არც ერთ ქვეყანაში სავალდებულო არ ყოფილა.

„ვაქცინაცია არსად სავალდებულო არ ყოფილა. სავალდებულოებას ადგენს კანონი. ჩვენთან მაგალითად სავალდებულოა, რომ ყველა მედიცინის მუშაკი, მათ შორის ვინც აგრესიულ დისციპლინებში მუშაობენ (ანესთეზიოლოგები, ქირურგები, მეანგინეკოლოგები) ისინი „ბ“ ჰეპატიტზე უნდა იყვნენ აცრილები და ეს არის ბრძანება. ასევე, გარკვეული მანდატორიზმია წითელასთან მიმართებაში, რადგან მსოფლიო მიდის წითელას ელიმინაციის გზისკენ. გარკვეული მანდატორიზმი არის ვეტერინარებისთვის, სადაც წინასწარ ცოფზე იცრებიან.

ასევე არის მანდატორიზმი, თუ რომელიმე ქვეყანაში მიემგზავრებით, მაგალითად ბრაზილიაში და ყვითელ ციებ-ცხელებაზე არ ხართ აცრილი, იქ არ შეგიშვებენ. დანარჩენ ვაქცინებზე ყველგან არის ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. არავინ არავის არ აძალებს. არის გამონაკლისი დიდი ეპიდემიების დროს, როდესაც ქვეყანამ შეიძლება ლოკალურად რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. ამიტომ, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია მანდატორული არ არის და ვერ იქნება. ის არის ნებაყოფლობითი და დარჩება ნებაყოფლობითად“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics