2021-03-25 11:51:13, 1981 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 1 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 18 ადამიანი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 1 257 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 18 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 187 441 შემთხვევაა დადასტურებული, 169 727 პირი გამოჯანმრთელდა, 3 416 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,