17:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 18:51:01, 739 ნახვა

პოლიტიკა
თორნიკე რიჟვაძემ ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ესტონეთის ელჩ რინა კალიურანდისთან და ნორვეგიის ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენთან, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა ვიზიტის მნიშვნელობაზე  და შეაფასა თანამშრომლობის პერსპექტივები.

„დღეს ესტონეთის და ნორვეგიის ელჩებს და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ვმასპინძლობთ.

ეს არის მნიშვნელოვანი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების ცენტრი, რაც დაეხმარება  რეგიონს ბავშვთა უფლებების დაცვის მექანიზმების კიდევ უფრო განმტკიცების და საგანმანათლებლო სისტემის დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში.

შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ერთობლივ მიმდინარე პროექტებზე და შევაფასეთ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ვიზიტის ფარგლებში რეგიონში დაარსდება ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს. ბავშთა უფლებების დაცვის ცენტრი დაეხმარება განათლების მომავალ სპეციალისტებს, მშობლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ბავშვის უფლებების უკეთ გააზრებაში.

ასევე, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომელიც უკვე მიმდინარეობს აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics